თავში

რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს
რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

 აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ხუთ "დეპუტატს" , რომელიც ე.წ. პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლს ასრულებს, ხაჯიმბამ უთხრა, რომ პოსტს არ დატოვებს. 

პარალელურად კი, დანარჩენმა "დეპუტატებმა" ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი ჩამორთმევის შესახებ პროექტი მოამზადეს. სავარაუდოდ დოკუმენტს კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრიან. სესიის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. 

სოხუმში ვითარება დღეს დაიძაბა. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ე.წ. ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ, რაც მარიონეტულმა რეჟიმმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17. ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system