თავში

"კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

"კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

„კონსერვატიული პარტიის“ წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. პარტიის ლიდერის თქმით გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება. ზვიად ძიძიგურის განცხადებით მან პარლამენტში ყველა თანამდებობა დატოვა. 

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, იმედი იმის, რომ ქვეყანა გადავიდოდა პროპორციულ სისტემაზე და შეიქმნებოდა შესაძლებლობა პოლიტიკური მრავალფეროვნების წარმოშობის, ჩაფლავდა.

„იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, როდესაც მას ძალიან ვჭირდებოდით, ბოდიში თქვენთან მაგრამ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყევტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, ვინც გუშინ უარი განაცხადა მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის,"-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგურთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკია გამოაკლდნენ. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ 9 დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system