თავში

რჩება ალტერნატიული გზა - მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი - ხატია დეკანოიძე

რჩება ალტერნატიული გზა - მასშტაბური სამოქა
რჩება ალტერნატიული გზა - მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პარტიის პარლამენტში შესვლის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოიკოტის გაგრძელების მთავარი არგუმენტი კანონმდებლობისა და არჩევნების პროცესის უნდობლობაა. 

მისი თქმით, სხვა ტიპის მსჯელობას, როგორიცაა გაყიდვის, ხელფასისა და თბილი სკამების თეორია, არ გამოეხმაურება. 

"ბევრი შეტევა გამომივლია და გაცილებით დიდ საფრთხედ მივიჩნევ ემოციურ მოწოდებებზე პარტიის გადაწყვეტილების აგებას, ვიდრე ჩემზე შეტევას და კონსპირაციის თეორიების განვითარებას. გულწრფელ ამომრჩეველს კი კრიტიკისთვის და რჩევისთვის მადლობას ვუხდი.

1. თუ ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, მაშინ რატომ უნდა შევიდეს პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე და იბრძოლოს (მაგალითად) საკრებულოში ადგილებისთვის. 2. თუ პოლიტიკური პროცესის ბოიკოტს ვაგრძელებთ (რისი მომხრეც ვიყავი არსებულ რეალობამდე), მაშინ თვითმმართველობის არჩევნებისკენ სწრაფვა რატომ არის გამართლებული. ანუ ვაღიარებთ, რომ 43 % ყველას საზრუნავია და მათ შორის ყველაზე დიდი ოპო პარტიის; 3. როგორ წარმოგვიდგენია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე? 4. თუ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესს ვემიჯნებით, რჩება ალტერნატიული გზა - მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი. აქ ნიკას დაკავების ღამე მახსენდება. გაზით, შტურმით, ხელკეტებით ჩვენი ოფისის დარბევის დროს, გარეთ ზღვა ხალხი არ მინახავს. სახელობითად ვიცნობდით ერთმანეთს ოფისში. დიდი მადლობა მათ. ბოლოს, გუშინ 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. პოლიტიკური კატეხიზმოს ქადაგების როლიდან მალე თუ არ გამოვალთ - უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვიდრე შესვლა, დოკუმენტი ან არშესვლაა", - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system