თავში

რეგიონული ოლქები სადაც სავარაუდოდ მე-2 ტურები გაიმართება

რეგიონული ოლქები სადაც სავარაუდოდ მე-2 ტურები გაიმართება
რეგიონული ოლქები სადაც სავარაუდოდ მე-2 ტურები გაიმართება

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით თბილისის გარდა  არჩევნების მეორე ტური 6 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. აქ 50%-იან ბარიერს ამ დრომდე ვერ ლახავს მაჟორიტარობის ვერც ერთი კანდიდატი.

ამ დროისთვის, სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება შემდეგ საარჩევნო ოლქებში:

# რუსთავის მუნიციპალიტეტი: ნინო ლაცაბიძე - "ქართული ოცნება" 49,03%; დავით კირკიტაძე - "ნაციონალური მოძრაობა" - 30,13%

# ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტი: ზაალ დუგლაძე - "ქართული ოცნება" 48,43%; ნატო ჩხეიძე - "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"" 31,5%

# ქუთაისის მუნიციპალიტეტი: ზაზა ლომინაძე - "ქართული ოცნება" 40,51%; გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" "  36,14%

# ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: ირაკლი ჩიქოვანი - "ქართული ოცნება" 46,14%; მალხაზ ჯალაღონია - "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"  37,97%

# ბათუმის მუნიციპალიტეტი: რესან კონცელიძე - "ქართული ოცნება" 41,41%; ლევან ვარშალომიძე "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 36.51%

# თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის: ირაკლი ქადაგიშვილი - "ქართული ოცნება" 47,03%; გიორგი ბოტკოველი "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 40%

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system