თავში

რეგულაციების ნაწილი პოლიტიკური პროცესის ჩასახშობად არის შემოღებული - ბუაძე

რეგულაციების ნაწილი პოლიტიკური პროცესის ჩასახშობად
რეგულაციების ნაწილი პოლიტიკური პროცესის ჩასახშობად არის შემოღებული - ბუაძე

ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ყველა საპროტესტო ღონისძიება იყოს სრულ თანხვედრაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგულაციებთან, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბუაძის თქმით, ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოებულ სხდომაზე მიიღებს. 

"პროტესტი აუცილებლად შედგება და ამაზე თანხმობა არსებობს ოპოზიციურ სპექტრში. რა ფორმას მიიღეს ეს პროტესტი, ამას დრო გვაჩვენებს. განიხილება სხვადასხვა ვერსია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ის რეგულაციები, რომლებიც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციების ნაწილი სწორედ პოლიტიკური პროცესის ჩასახშობად არის შემოღებული „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ყველა საპროტესტო ღონისძიება იყოს სრულ თანხვედრაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგულაციებთან. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია მიიღებს ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოებულ სხდომაზე", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system