თავში

რესპუბლიკის მოედანზე სოლიდარობის მსვლელობა იწყება

რესპუბლიკის მოედანზე სოლიდარობის მსვლელობა იწყება
რესპუბლიკის მოედანზე სოლიდარობის მსვლელობა იწყება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და სოლიდარობის აქციის დასაწყებად ემზადებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და უკანონოდ ზის ციხეში, სოლიდარობის აქცია კი სწორედ მის მხარდასაჭერად იმართება.

"ეს არის სოლიდარობის აქცია, ამით ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას ნიკა მელიას მიმართ, რომელიც დღეს უკანონოდ და უსამართლოდ არის დაკავებული, როგორც გავრილოვის პირადი პატიმარი. რატომ დააკავეს ნიკა მელია?! დააპატიმრეს იმიტომ რომ მან უარი თქვა გავრილოვის ხარკის გადახდაზე, ის გავრილოვის ხარკის არ გადახდის გამო ზის დღეს ციხეში, რადგან მას გირაო ამ საქმეზე ერთხელ უკვე ჰქონდა გადახდილი, ამიტომ აღარავინ აღარ დაობს იმაზე რომ ნიკა მელია არის უკანონო პატიმარი, პოლიტიკური პატიმარია. დღეს ამ კონკრეტული ადგილიდან დავიძრებით და მივალთ რუსთავში იმ ციხესთან სადაც არის დატყვევებული ნიკა მელია",- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system