თავში

"რესპუბლიკური პარტია" თბილისის მერობის კანდიდატს არ დაასახელებს

"რესპუბლიკური პარტია" თბილისის მერობის კანდ
რესპუბლიკური პარტია თბილისის მერობის კანდიდატს არ დაასახელებს

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მისი პარტიის წარმომადგენელი არ ჩაერთვება. მან განაცხადა, რომ მხარს რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს. 

გიორგი გახარია არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სამნიძე ფიქრობს, რომ არჩევნებზე ორპოლუსიანობა ვერ იქნება და ალტერნატიული კანდიდატები წარდგენილნი იქნებიან. 

ხათუნა სამნიძემ წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური ამომრჩეველი გააქტიურდეს.

"გახარია არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მიიზიდოს, მას პრეტენზია აქვს ოპოზიციურ ამომრჩეველზეც იმუშაოს. ჩემი დაკვირვებით, ის არ არის ჯერ ოპოზიციურ ველზე შემძლე, რომ ამომრჩეველი მიიზიდოს, მაგრამ თუ ჩვენს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არ ექნება რამდენიმე არჩევანი, შესაძლოა ის არ იყოს აქტიური არჩევნებზე, ან რაღაც ნაწილმა, გახარიასკენაც გაიხედოს, თუ ის კამპანიას მოასწრებს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system