თავში

რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული - შალვა ნათელაშვილი

რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული - შალვა ნათელაშვილი
რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული - შალვა ნათელაშვილი

"საბჭოთა კავშირთან უსიტყვო კაპიტულაციას ხელი მოაწერა არც მეტი არც ნაკლები გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა კეიტელმა, რომელიც მილიონობით ადამიანის დახვრეტის ავტორი იყო. მასთან დასხდნენ მოლაპარაკებაზე, მას მოაწერინეს ხელი, თუმცა კეიტელი მერე მაინც ჩამოახრჩვეს," - ამის შესახებ "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება, რომ მოლაპარაკებებს ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა აწარმოებდეს, თუმცა თუ მაინც ის იქნება მაგიდასთან წარმოდგენილი მოლაპარაკებების პროცესი არ ჩაიშლება.

"ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა ჩატარდა, რომელზეც განხილული იქნა სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები მიმდინარე მღელვარე გაზაფხულისა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისეთი კარგი შედეგით, როგორიც ჩვენი ხალხის გულებს გაუხარდება. იმავდროულად, ჩვენ განვიხილეთ მოლაპარაკებებზე ხელისუფლების წარმომადგენლის საკითხი, რომელიც, ჩანაწერების თანახმად, მხილებულია ბავშვებზე ძალადობაში. პრაქტიკულად ყველა პარტია იყო ერთ აზრზე, რომ გამოიცვალოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ჩავშლით მოლაპარაკებებს, რადგანაც რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული და ახლა მათთვის მოლაპარაკებების ჩაშლა ნებისმიერი კეთილშობილური მოტივით ხსნა იქნება",- განაცხადა ნათელაშვილმა.

 ცნობისთვის, 6 მარტს, "ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა. სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს.

ამ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი აცხადებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დასმა მოლაპარაკების მაგიდასთან მიუღებელი იქნებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system