თავში

რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც შედეგები ყალბდება - კალაძე

რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც შედეგები ყალბდება - კალაძე
რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც შედეგები ყალბდება - კალაძე

რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც არჩევნების გაყალბება ხდება, მსგავსი რამ ქვეყანაში არ ყოფილა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი მტკიცებით, საქართველოში არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან შესაბამისი შეფასებები მოჰყვა.

"რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც არჩევნების გაყალბება ხდება, მსგავსი რამ ქვეყანაში არ ყოფილა. საქართველოში არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან შესაბამისი შეფასებები მოჰყვა. იყო მცირე ხარვეზები, როგორც საარჩევნო პროცესის დროს, ასევე არჩევნების დღეს, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზებზე ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით, ეს არის პროვოკაციები, მიზანმიმართული დაძაბულობის შემოტანა, მაგარამ მათ ეს არ გამოუვიდათ და მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის" - განაცხადა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system