თავში

რიგგარეშე არჩევნების მიღწევას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს - ჩერგოლეიშვილი

რიგგარეშე არჩევნების მიღწევას ხელი არაფერმა არ უნდა
რიგგარეშე არჩევნების მიღწევას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს - ჩერგოლეიშვილი

"ღარიბაშვილის ფაქტორი არა მოლაპარაკებების დასაბლოკად, არამედ მოლაპარაკებებიდან მაქსიმუმის გამოსატანად უნდა გამოიყენოს ყველა პოლიტიკოსმა, ვისაც სამი ნაბიჯის წინასწარ გათვლა შეუძლია", - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია და არა მისი თოჯინა ირაკლი ღარიბაშვილი, ამიტომ რიგგარეშე არჩევნების მიღწევას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს.

"ჩვენი მიზნის, რიგგარეშე არჩევნების მიღწევას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს. პრობლემა ბიძინა ივანიშვილია და არა მისი თოჯინა, ირაკლი ღარიბაშვილი. ამოცანა ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს დემოკრატიული განვითარებაა და არა ივანიშვილის მარიონეტებისგან დაბრკოლებების შექმნა. სამი არა, ორი ნაბიჯი მაინც გათვალეთ, უფალო!", - აცხადებს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system