თავში

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას თავი ტყვეობაში ააყვანინეს - წულუკიანი

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას თავი ტყვეობაში ააყვანინეს - წულუკიანი
რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას თავი ტყვეობაში ააყვანინეს - წულუკიანი

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისა და მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შორის პოლიტიკურ კავშირს ვერ ხედავს.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას თავი ტყვეობაში ააყვანინა და ახლა ჩიხიდან სხვა გამოსავალი სჭირდება. 

მათი მხრიდან ამის დაყენება ჩემთვის უფრო მაშველი რგოლის ძიების პროცესია, რადგან ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ თავისი თავი შეიყვანა იმ ჩიხში, სადაც ისინი არიან, რაკი ვერ იღებენ იმ რიგგარეშე არჩევნებს (რადგან ამის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს), რომელიც დააყენეს და საკუთარი თავი ტყვეობაში ააყვანინეს ამ მოთხოვნას, ახლა სჭირდებათ ჩიხიდან რაღაცა სხვა გამოსავალი, ამიტომ ამბობენ, რომ, მოდი, თუ შეიძლება, ბიძიებო, დეიდებო, თვითმმართველობის არჩევნები მაინც ვაქციოთ პლებისციტად, ეს პოლიტიკური აბსურდია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system