თავში

როდესაც ვინმეს ვედრებით, წინაპირობებიც უნდა გავითვალისწინოთ - მოსამართლეობის კანდიდატი

როდესაც ვინმეს ვედრებით, წინაპირობებიც უნდა გავითვალისწინოთ - მოსამართლეობის კანდიდატი
როდესაც ვინმეს ვედრებით, წინაპირობებიც უნდა გავითვალისწინოთ - მოსამართლეობის კანდიდატი

როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო და ჩემს თავს ამის უფლება მივცე, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება ქვეყანაში? - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო სანდოძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრისას ნინო სანდოძემ მაგალითად მისი ერთ-ერთი ვიზიტი მოიყვანა და აღნიშნა, რომ როცა სხვა ქვეყნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას საქართველოში არსებულ სიტუაციას ვადარებთ, „მნიშვნელოვანია, წინაპირობები გავითვალისწინოთ“.

„ერთ-ერთი ვიზიტის დროს გახლდით ლოს-ანჯელესში და ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადასვლისას ვნახეთ ქუჩის მუსიკოსი, რომელიც უკრავდა. ჩვენმა მასპინძელმა მოსამართლემ, რომელიც ფედერალური მოსამართლეა, ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე დაიწყო ცეკვა ქუჩაში და ჩვენც გვითხრა, რატომ ერიდებითო? ეს არის თავისუფლების ხარისხი, რომელიც იმ ხალხმა წლების მანძილზე მოიპოვა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო და ჩემს თავის ამის უფლება მივცე, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება ქვეყანაში? ამიტომ ჩვენ როდესაც ვინმეს ვედრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს წინაპირობებიც გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სანდოძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system