თავში

"როგორ გადავედით საზღვარს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, კონტაქტები გამოვიყენე"- თარხან-მოურავი

"როგორ გადავედით საზღვარს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, კონტაქტები გამოვიყენე"- თარხან-მოურავი
როგორ გადავედით საზღვარს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, კონტაქტები გამოვიყენე- თარხან-მოურავი

"ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი შერიგების პროცესი, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მტრები ჰყავს ყველგან, თბილისშიც, სოხუმშიც და მოსკოვშიც,"- ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.

დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტის ორგანიზებისას პირადი კონტაქტები გამოიყენა, მათ შორის - მოსკოვში არსებული. 

მისივე განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოხდა ე.წ საზღვრის გადაკვეთა.

"ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი შერიგების პროცესი, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მტრები ჰყავს ყველგან, თბილისშიც, სოხუმშიც და მოსკოვშიც. ვიზიტის ორგანიზებისას მე პირადი კონტაქტები გამოვიყენე, ცხადია, მათ შორის - მოსკოვში კონტაქტებიც. როგორ გადავედით საზღვარს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, შერიგებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. არანაირი კრემლის დავალებით არ შევედით," - განაცხადა დავით თარხან მოურავმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system