თავში

როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა მთელი დღის განმავლობაში - ცესკო

როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა მთელი დღის განმავლობაში - ცესკო
როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა მთელი დღის განმავლობაში - ცესკო

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მთელი დღის განმავლობაში ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11% შეადგინა. 

მისივე ცნობით, სულ 1 970 540 ამომრჩეველი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა. მათი უმეტესობა, მიქელაძის ცნობით, პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა. 

„საჩივრების უმეტესობა შეეხება ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და სხვა“, - განაცხადა მიქელაძემ.

რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცესკოს სპიკერმა განმარტა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად დაახლოებით 5-7 საათი სჭირდება.

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და გავითავისოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ ყველა პროცედურა განახორციელოს. ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ პროცედურების განსახორციელებლად 5-7 საათია საჭირო. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არის სხვადასხვა. ჩვენ თუ შევხედავთ ეგზიტპოლის შედეგებს, ვნახავთ, რომ მათაც გარკვეული დრო დასჭირდათ ეგზიტპოლის კითხვარების დასამუშავებლად. ზოგიერთი ეგზიტპოლის შედეგი მოცემული იყო 4 საათის მდგომარეობით, ზოგიერთი - 5 საათის. საარჩევნო ადმინისტრაციას თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში სჭირდება ბევრად უფრო მეტი დრო იქედან გამომდინარე, რომ ოფიციალურად უნდა იყოს თქვენთვის და საზოგადოებისთვის მონაცემები წარმოდგენილი“, - განაცხადა მიქელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system