თავში

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ბესელია ღარიბაშილზე

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ბესელია ღარიბაშილზე
როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ბესელია ღარიბაშილზე

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელი იყო.

„გუშინ ამას ვუწოდე ევროპული ჟანგბადი ქართულ, დახურულ პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია ამ სარკმელს ისევ არ ამოკეტავს. პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ჯერ კიდევ სტუმარი გაცილებული არ იყო, როგორც კი წასული დაიგულა რჩეული რიტორიკა მიაყოლა. ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს, ამიტომ მომიზეზება იმისა, რომ აქტივისტები რატომ მართავენ სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ეს არგუმენტად არ გამოდგება!",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის განახლებული დიალოგი გაგრძელდება და კონკრეტული შედეგი დაიდება.

"გუშინდელი ფორმატი და დიალოგის გახსნა, რაც ძალიან დიდი დამსახურებაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უნდა გაგრძელდეს ზუსტად იმ წესრიგით, რაც გუშინ ჩამოთვლილი იყო. ამ ორ კვირაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ვიდრე ასოცირების კომიტეტის სხდომა არ ჩატარდება, კონკრეტული შედეგი უნდა დაიდოს. როდესაც ხელისუფლება ხარ, კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგა",- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უმრავლესობის პრინციპული პოზიცია არ შეცვლილა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ განიხილება. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების საკითხი წითელი ხაზია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system