თავში

ნიკა მელია: ახლა რჩება ამოცანა, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ

ნიკა მელია: ახლა რჩება ამოცანა, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ
ნიკა მელია: ახლა რჩება ამოცანა, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

„რეალურად ახლა მათი ამოცანა, რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე. კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ ხელი კვლავ იმ ღილაკს, რომელზეც არ უნდათ ხელის მიჭერა, მაგრამ უღირთ“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system