თავში

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო - PHOTO - განახლებულია

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო
რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო  - PHOTO - განახლებულია

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის კარს ბოქლომი დაადო. 

"გუშინ, მშვიდობიანი პიკეტის ძალადობრივად დაშლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა სამარცხვინო განცხადება და სამარცხვინო პერფორმანსი. ბიუროს ოთახში, დავით აღმაშენებლის პორტრეტის ქვეშ, პარლამენტის კარებიდან ჩამოხსნილი ბოქლომი აჩვენა საზოგადოებას, როგორც სამხედრო ნაგავი, თითქოს და დარუბანდის კარი ჩამოეხსნას. არავინ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". როგორც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული. აქ სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას უცხადებს ბოიკოტს. იგი არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურად გაკოტრებულმა გუნდმა კვლავ იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს ისეთი კანონები, რომელსაც ითხოვს ხალხი. ეს მოთხოვნები არის ძალიან მარტივი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, დროებითი მთავრობის ფორმირება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე.  გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს"! - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ის ჯაჭვი და ბოქლომი მიიტანა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი შესასვლელი იყო ბლოკირებული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯაჭვი და ბოქლომი სურს სიმბოლურად დაუბრუნოს ოპოზიციას იმისთვის, რომ მათ არ დაავიწყდეთ, რომ ვერასდროს პარლამენტის პიკეტირებას ვერ მოახერხებენ. 

სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები დემონსტრანტებისგან გუშინ გაათავისუფლა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system