თავში

რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება

რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება
რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება

რომან კაკულია ადასტურებს, რომ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

„განხილვას ვადასტურებ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს საჭიროებს კონსულტაციებს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ევროინტეგრაციის მიმართულებით. თამარ ხულორდავა იმიტომ კი არ წავიდა, რომ რამე მიმდინარე საქმიანობას თავს ვერ ართმევდა. მას ჰქონდა ძალიან რთული პოზიცია იმ მოცემულობასთან დაკავშირებით, რაც ჩამოყალიბდა ბოლო პრეიოდის მოვლენებსა და ვალდებულებებს შორის, რაც იყო აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან. აქ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯები, რას ვაპირებთ, როგორ მივდივართ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ამ ეტაპზე, რომან კაკულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა. 

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ. 15 ნოემბერს კი "ქართულ ოცნებას" ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებიც გამოეთიშნენ. ესენი არიან ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, და ნინო გოგუაძე.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system