თავში

"რომელ გატაცებაზეა საუბარი, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას" - იუსტიციის მინისტრი

"რომელ გატაცებაზეა საუბარი, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას" - იუსტიციის მინისტრი
რომელ გატაცებაზეა საუბარი, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გადაყვანა მოხდა უსაფრთხოდ. 

მისივე თქმით, გადაყვანისას სრულად დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები.

მინისტრი ოპონენტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიტყვა "გატაცების" გამოყენება სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის უსაფრთხოებაზე, აბსოლუტურად მიუღებელია.

"რომელ გატაცებაზეა საუბარი და, საერთოდ, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დებენ, რათა ამ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს სათანადო დონეზე დაცული. ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ ეს დესტრუქციული ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევის განხორციელებას. მათ არ ესმით არც სიმშვიდე, არც მშვიდი ენა და დროა, შეეგუონ იმას, რომ არსებობს კანონი, რომელსაც სჭირდება დაცვა, და რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, დროა, გადმოიტანონ სამართლებრივი მსჯელობა ქაღალდით და კალმით და არა რევოლუციური მოწოდებებით", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ.

გაუარესებული ანალიზების გამო, კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system