თავში

რომელ პარტიებთან ამოიწურა დიალოგის რესურსი - კობახიძის განმარტება

რომელ პარტიებთან ამოიწურა დიალოგის რესურსი - კობახიძის განმარტება
რომელ პარტიებთან ამოიწურა დიალოგის რესურსი - კობახიძის განმარტება

"ევროპულ საქართველოსთან",  "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალურ ფრთასთან და "ლეიბორისტულ პარტიასთან" მოლაპარაკებების რესუსი ამოწურულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

კობახიძის თქმით, სხვა დანარჩენ პარტიებს აქვთ თავის პოტენციალი და მათ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა. 

"მაგალითად, რომ ავიღოთ ,,ევროპული საქართველო“, რომელსაც დასაკარგი და მოსაგები საერთოდ აღარაფერი აღარ დარჩა – პრაქტიკულად, შეუძლებელია მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, იგივე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ ფრთას, ესაა სააკაშვილი-მელია, მათთანაც ძალიან შეზღუდულია მოლაპარაკებების რესურსი. ასევე ნათელაშვილიც აშკარად წაგებული მხარეა. ყველა დანარჩენს აქვს თავისი პოტენციალი, ისინი არიან პრინციპში ამ არჩევნების მოგებული მხარე, მათ ინტერესებშია ობიექტურად პარლამენტში შემოსვლა და მათთან რესურსი ბუნებრივია, მეტია, ვიდრე სხვა პარტიებთან მიმართებით", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, შუამავლებთან ერთად, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, ასევე ჩანიშნული იყო მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, რომელიც ჩაიშალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system