თავში

როცა პრემიერს ვამხნევებდით, გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო - სოსო ფხაკაძე

როცა პრემიერს ვამხნევებდით, გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო - სოსო ფხაკაძე
როცა პრემიერს ვამხნევებდით, გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო - სოსო ფხაკაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მედიათან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე მისული ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრს ამხენევებდნენ, თუმცა მან უთხრა, რომ საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს.

“ჩვენ ასევე გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. კი, ჩვენ ვამხნევებდით, ბუნებრივია, მაგრამ პირდაპირ გვითხრა, რომ - გამხნევებული ვარ, კარგად ვარ, ფორმაში ვარ და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, აქ ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამაზეც იყო საუბარი- თქვა ფხაკაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system