თავში

"როცა საჭირო გახდება, ჩაერევიან ექიმები და მდგომარეობიდან გამოიყვანენ" - პაპუაშვილი

"როცა საჭირო გახდება, ჩაერევიან ექიმები და მდგომარეობიდან გამოიყვანენ" - პაპუაშვილი
როცა საჭირო გახდება, ჩაერევიან ექიმები და მდგომარეობიდან გამოიყვანენ - პაპუაშვილი

შიმშილობა არ არის სიახლე პენიტენციური დაწესებულებისთვის. პენიტენციურ დაწესებულებას აქვს გამოცდილება იმისთვის, რომ მართოს მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პაპუაშვილი ამბობს, რომ როცა საჭირო გახდება, ექიმები მას მდგომარეობიდან გამოიყვანენ.

"ნებისმიერ მომენტში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად იქნება დასუსტებული, რომ ჩარევა გახდება საჭირო, ჩაერევიან ექიმები და ამ მდგომარეობიდან გამოიყვანენ. პრობლემა ისაა, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სტილად იქცა ადამიანის მდგომარეობას გამოყენება პოლიტიკური მიზნით. აქაც ხდება ადამიანის, საკუთარი ლიდერის ფიზიკური მდგომარეობისა თუ შიმშილობის გამოყენება პოლიტიკურად. შეგნებულად ამძიმებენ ვითარებას, თითქოს, დღე-დღეზე რაღაც უბედურება მოხდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 21დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system