თავში

რთული გასაგებია, რა საჭირო იყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება - კელი დეგნანი

რთული გასაგებია, რა საჭირო იყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება - კელი დეგნანი
რთული გასაგებია, რა საჭირო იყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება - კელი დეგნანი

დიდ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ პარლამენტმა გააგრძელა მოსამართლეების დანიშვნა. რთული გასაგებია, რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელების ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 

აღნიშნული კომენტაით ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გამოეხმაურა.

"განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქვეყნის წინაშე ამდენი სხვა გამოწვევა უგულებელყოფილ იქნა. რა საჭირო იყო ამ დანიშვნის პროცესის სხვა ბევრ პრიორიტეტზე წინ დაყენება, რომელიც ამ ქვეყანაშია. ეს ძალიან დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ახლა გვყავს კიდევ 4 მოსამართლე, რომელიც დაინიშნა არაგამჭვირვალე პროცესის საშუალებით. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ამ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ. სასამართლო რეფორმის მიზანი, რომელიც განხილულ იქნა მათ შორის საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ, იყო მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ქართველ მოქალაქეებს ჰქონოდეთ ნდობა, რომ სასამართლოს მოსამართლეები არიან კვალიფიციურები, მიუკერძოებლები. იმედი მაქვს, რომ მალე ეს მოხდება იმ სასამართლო რეფორმის საშუალებით, რის განხორციელებაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ,“- აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system