თავში

რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის მინისტრების მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინას

რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის მინისტრების მხარდაჭერა საქართველოს
რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის მინისტრების მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინას

ბუქარესტში გამართული რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის მინისტერიალის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. 

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო-ს შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიციისა და ალიანსის პოლიტიკური განზომილების შემდგომი გაძლიერება, მდგრადობის განმტკიცება და „ღია კარის პოლიტიკის, ისევე როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორების მხარდაჭერა, კვლავაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ნატო-ს მუდმივი ინტერესი პარტნიორებთან არსებითი დიალოგის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ურთიერთობა, ყველა მხარისთვის უნდა დარჩეს მომგებიანი," - ნათქვამია განცხადებაში. 

პირველი დიპლომატების მიმართვაში აღნიშნულია საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალზე მიწვევის მნიშვნელობაც. 

"ამ ფონზე, დღეს უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მოვიწვიეთ ბუქარესტში არაფორმალური შეხვედრისა და აზრების გაზიარებისთვის. ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები საქართველოსა და უკრაინაში, ჩვენი ქვეყნების განუხრელი ვალდებულების შესახებ, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ და დახმარება გაუწიონ მათ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას როგორც საქართველოსა და უკრაინის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისე ორივე სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კოორდინაციას სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, რათა ხელი შევუწყოთ ნატო-ს შემდგომ განვითარებას და მხარი დავუჭიროთ პარტნიორებს, ამ მიმართულებით პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით," - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system