თავში

რუმინეთის პრემიერი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

​რუმინეთის პრემიერი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
რუმინეთის პრემიერი  ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ფლორინ-ვასილე კიცუ, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ასევე ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება, მომავალშიც გაგრძელდება, როგორც საერთო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პუნქტი.

"გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, განსაკუთრებით დღევანდელი რეგიონალური და საერთაშორისო კონტექსტის და მისი თანმდევი რიგი გამოწვევებისა და სირთულეების გათვალისწინებით.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა გამოვხატო კმაყოფილება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგითა და სექტორული თანამშრომლობით. ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ასევე ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება, მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ჩვენი საერთო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პუნქტი.

რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აქტიურ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნავს ფლორინ-ვასილე კიცუ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system