თავში

რუსეთი ოკუპანტია? - ნინო ბურჯანაძის პასუხი

რუსეთი ოკუპანტია? - ნინო ბურჯანაძის პასუხი
რუსეთი ოკუპანტია? - ნინო ბურჯანაძის პასუხი

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია.

"კი, რუსეთი ოკუპანტია და ეს კიდევ გავიმეოროთ? მე თქვენ დამიწერეთ გადაცემის ბოლომდე რამდენჯერ გავიმეორო ეს ფრაზა და ვიტყვი. 

ზუსტად იმიტომ, რომ არ ვიგინები და ვარ დიპლომატი, არ შევაგინებ არც პუტინს და არც სხვას. მოლაპარაკებაზე ჩასული კი არ ვეტყვი შე ოკუპანტოთქო, ასე არ დავიწყებ დიალოგს და მივაღწევ კიდეც შედეგს.

ვინც იძახდა ოკუპანტი, ოკუპნატიო, ქვეყნიდან არის გაქცეული და საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგულია,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system