თავში

რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის - სტოლტენბერგი

რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის - სტოლტენბერგი
რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის - სტოლტენბერგი

„რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოს NATO-ში გაწევრიანება“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, საკითხი მხოლოდ საქართველოსა და ალიანსს ეხება, რასაც რუსეთი ხელს ვერ შეუშლის.

„გაწევრიანდება თუ არა საქართველო NATO-ში, ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება. სხვა ყველაფერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების ხელყოფა იქნება. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მიუღებელია. იგივე ეხება, რა თქმა უნდა, უკრაინას: ყირიმის უკანონო ანექსია და დონბასის დესტაბილიზაცია არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლითაც მშვიდობიან და სტაბილურ მსოფლიოს ვქმნით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ვირტუალურ კონფერენციაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system