თავში

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზადაა - კარასინი

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზადაა
რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზადაა - კარასინი

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზად არის. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრეგორი კარასინმა განუცხადა. 

"მზად ვართ ეს საკითხი (ავიამიმოსვლის განახლება) განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან საკითხი გადაწყდება", - განაცხადა კარასინმა.

მან გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული თარიღის დასახელება ვერ შეძლო. კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პირისპირი შეხვედრა სექტემბერ-ოქტომბერში შედგება, თუმცა მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის.

"ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა კარასინმა.

ცნობისთვის, 22 ივლისს ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა გაჩნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system