თავში

რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში გლეჯდნენ ევროკავშირის დროშებს - გიგი წერეთელი

რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში გლეჯდნენ ევროკავშირის დროშებს - გიგი წერეთელი
რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში გლეჯდნენ ევროკავშირის დროშებს - გიგი წერეთელი

"რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში გლეჯდნენ ევროკავშირის დროშებს, სწორედ ხელისუფლების მავნებლურმა პოლიტიკამ წაახალისა ეს ყველაფერი, - "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, 5-6 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, როდესაც ხდება ძალადობა არასამთავრობო სექტორზე, უმცირესობის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე და ეს ხდება ხელისუფლების არააქტიური მოქმედებების ფონზე, სწორედ რუსეთის ინტერესებშია.

წერეთელი ამბობს, რომ ამ პროცესის წახალისება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა.

"ის, რაც მოხდა საქართველოში 5-6 ივლისს, რათქმაუნდა, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისათვის. ვფიქრობ, რომ ძალიან ნეგატიური მუხტი შეიტანა ჩვენ საზოგადოებაშიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის წახალისება ხდება ხელისუფლების მხრიდან, წახალისება ძალადობრივი ჯგუფების, დაუსჯელობა და ისევ და ისევ, ყველაფრის გადაბრალება ოპოზიციისათვის. 

ხელისუფლების საქმე არ არის მხოლოდ, რომ სხვას აბრალოს, მისი საქმეა, რომ წესრიგი არსებობდეს, კანონი იყოს დაცული და ადამიანები თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ, მიუხედავად მათი კუთვნილებისა ამა თუ იმ უმცირესობისადმი.

ეს ის სტანდარტებია, რაც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის სატელიტი.

სწორედ რუსეთის ინტერესებშია, მოახდინოს საქართველოს ჩამოშორება ევროატლანტიკური გზიდან, რადაც არ უნდა დაჯდეს ეს, 2008 წელს ეს იყო ომი, მას შემდეგ ხდება ამგვარი ჰიბრიდული მოქმედებების წარმოება, რბილი ძალის გამოყენება თუ სარგებლობა იმით, თუ საზოგადოებაში როგორი საპირისპირო განწყობებია და მოხდეს ამის წახალისება", - აცხადებს წერეთელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system