თავში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე განცხადებას აკეთებს

​რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე განცხადებას აკეთებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე განცხადებას აკეთებს

მოსკოვი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ყოველთვის მიესალმება, მაგრამ საქმე ფორმატების რაოდენობა კი არ არის, არამედ დაგროვილი პრობლემების გადასაწყვეტად და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების ძიების პოლიტიკური ნების არსებობა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ "РИА Новости-სთან ინტერვიუში" განაცხადა. ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთთან არსებულ მოლაპარაკებებს მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვს და მას შედეგები არ მოაქვს, ამიტომ მოსკოვთან დიალოგის წარმოება "ნორმანდიული ფორმატითაა" შესაძლებელი.

რუდენკოს თქმით, ეს ზურაბიშვილის პირველი განცხადება არაა, რომელშიც ის რუსეთისა და საქართველოს მონაწილეობით არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებზე აკეთებს კომენტარს და დამატებით, ან მათ შესაცვლელად რაღაც ახალს სთავაზობს.

"ჩვენ ამაზე ჩვენი შეფასებები უკვე გავაკეთეთ. კვლავ გამოვდივართ იქიდან, რომ რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საგანია. მოლაპარაკებების ამ ფორმატმა თავისი მოთხოვნადობა დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული", - განაცხადა რუდენკომ.

მისი თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის არსებობს სხვა დამკვიდრებული ფორმატები, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომლის განვითარებას რუსული მხარე მიესალმება. რუდენკომ აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატების რიცხვს კარასინი-აბაშიძეს მოლაპარაკებები განეკუთვნება.

"ყველა შემთხვევაში, საქმე ფორმატების რაოდენობა კი არ არის, არამედ დაგროვილი პრობლემების გადასაწყვეტად და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების ძიების პოლიტიკური ნების არსებობა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

რუდენკომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ავიამიმოსვლის გაუქმება მოსკოვის მხრიდან დროებითი იძულებითი ზომა იყო.

"მის გაუქმებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც აუცილებელი პირობები შეიქმნება. პირველ რიგში, საუბარია საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტაზე და ჩვენი მოქალაქეებისთვის რაიმე საფრთხის აღმოფხვრაზე", - განაცხადა რუდენკომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე კითხვა დაუსვეს, როგორ აფასებს რუსეთი საქართველოს ოპოზიციის მოწოდებას, არ დაუშვან ევროპის საბჭოს მინისტრა კომიტეტის სხდომაში სერგეი ლავროვის მონაწილეობა.

"რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ გვაშფოთებდეს ამგვარი პროვოკაციული გამონათქვამები, მაგრამ უმეტესწილად ორინეტირებული ვართ თბილისის ოფიციალურ პოზიციაზე. ჩვენი იქიდან გამოვდივართ, რომ ევროპის საბჭოს ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ვიმედოვნებს, რომ ასე მოიქცევა საქართველოს ხელისუფლებაც", - განაცხადა რუდენკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system