თავში

რუსეთის საგარეო უწყების პირველი კომენტარი კიბერთავდასხმაზე

რუსეთის საგარეო უწყების პირველი კომენტარი კიბერთავდასხმაზე
რუსეთის საგარეო უწყების პირველი კომენტარი კიბერთავდასხმაზე

რუსეთის საგარეო უწყება, საქართველოში განხოციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს. 

„ჩვენ ამ კომენტარს ვტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე, რომლებმაც ეს კომენტარი გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არანაირი სახით ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ სახით“, - განაცხადა ანდრეი რუდენკომ კითხვაზე, რას უპასუხებდა ქართული მხარის განცხადებას რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system