თავში

რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან - ღარიბაშვილი

რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან - ღარიბაშვილი
რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან - ღარიბაშვილი

რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის საკითხებზეც, რომელიც არის ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან მძიმე გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური კურსი, რაც ჩაწერილია კონსტიტუციაში და ეს კურსი არის შეუქცევადი.

„მე კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 80%, მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ბატონო კომისარო, ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელეთ, მაშინ ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური კურსი, რომელიც არის შეუქცევადი, რომელიც არ გადაიხედება და არ შეიცვლება. ამ პროცესში ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელიც არის ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია, არა ერთი მუდმივი, პერმანენტული გამოწვევების წინაშე დგება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან კარგად გვესმის, მტკიცედ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ ამ გზაზე გავივლით წარმატებულად და გვჯერა, რომ ერთ დღეს გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system