თავში

რუსეთთან ავიამიმოსვლა შესაძლოა შემოდგომაზე აღდგეს

რუსეთთან ავიამიმოსვლა შესაძლოა შემოდგომაზე აღდგეს
რუსეთთან ავიამიმოსვლა შესაძლოა შემოდგომაზე აღდგეს

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, შესაძლოა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე აღდგეს - აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სავარაუდო პერიოდად ნოემბერი დასახელდა. 

“პირველი დადებითი ინფორმაცია, რაც პარალელურად გაჟღერდა და ინდიკაცია იყო, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, უკვე ამ შემოდგომაზე აღდგეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება, ამის წინაპირობებს ჩვენ უკვე ირიბად ვხედავთ. დასახელდა ნოემბერი. ვნახოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება პოზიტიური ნაბიჯი. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ სანქიეცბმა, რომელიც მოჰყვა 20-21 ივნისის პროვოკაციას მოჰყვა, ძალიან სერიოზულად დააზარალა საქართველო" - განაცხადა თურნავამ.  

20 ივნისის აქციის შემდეგ, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, ვლადიმერ პუტინმა, უსაფრთხოების საბაბით საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. გარდა ამისა, რუსეთის ხელისფლებამ ტურისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. გუშინ, 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. 

დღეს კი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს ტერმინი შეუსწორა და განუცხადა, რომ საქართველოსთან თავის დროზე ავიამიმოსვლები კი არ გაუქმდა, არამედ შეჩერდა. 

საქართველოს საგარეო მინისტრმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დეოკუპაციის გარდა, ლავროვის ინიციატივით, ავიამიმოსვლის საკითხზეც ისაუბრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system