თავში

რუსეთთან ერთად ყველა ზომას მივიღებთ, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთში - საოკუპაციო რეჟიმი

რუსეთთან ერთად ყველა ზომას მივიღებთ, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთში - საოკუპაციო რეჟიმი
რუსეთთან ერთად ყველა ზომას მივიღებთ, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთში - საოკუპაციო რეჟიმი

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს.

არაღიარებული რეჟიმი აცხადებს, რომ ენგურის გამშვები პუნქტი დაკეტილია და ტერიტორიაზე ვერავინ მოხვდება.

”აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ძალები, რუსეთთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე”- ამბობს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი რუსტამ ლატიპოვი

Sputnik-ის ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების ვერსიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ გამტაცებლის ავტომობილის აფხაზეთისკენ გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსემენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გეგმავდა გადასვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system