თავში

რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება - იენს სტოლტენბერგი

რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება - იენს სტოლტენბერგი
რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის წევრობის გზაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პოზიცია ალიანსისთვის მიუღებელია.

,,NATO-ს კარი ღიაა. ახლახანს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მას იგივე შეტყობინება გადავეცი. NATO მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ალიანსში გაწევრიანების კუთხით. საქართველოს მხარს სხვადასხვა გზით ვუჭერთ.

მინისტერიალზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაესწრება, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ - რუსეთია. რუსეთი ხშირად ამბობს, რომ მათ უფლება აქვთ, ქვეყნებს უარი უთხრან NATO-ში გაწევრიანებაზე. ბოლო ასეთი შემთხვევა ვნახეთ ბოსნია და ჰერეცეგოვინას მაგალითზე. NATO-სა და ასპირანტი ქვეყნების გარდა, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, განსაზღვროს, როდის გახდება ქვეყანა NATO-ს წევრი. ეს თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებაა, მათ შორის, საქართველოსიც. ამ პროცესში სხვებს ჩარევის უფლება არ აქვთ," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system