თავში

რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები გზიდან ტროტუარზე გადაიტანეს

რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები გზიდან ტროტუარზე გადაიტანეს
რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები გზიდან ტროტუარზე გადაიტანეს

ოპოზიციის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარვები ტროტუარზე გადაიტანეს

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაკეტავენ, თუ კარვებში ბევრი ადამიანი მოინდომებს დარჩენას. 

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ამ ეტაპზე იმის საჭიროება არ არის, რომ კარვები გზის სავალ ნაწილზე იყოს გაშლილი. 

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა დღეს კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. პოლიციამ მათ კონსტრუქციების დაშლა, ან ტროტუარზე გადატანა მოსთხოვა და ამისთვის გონივრული ვადა - 40 წუთი მისცა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system