თავში

რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს

რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს
რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს

5-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" შიმშილობა შეწყვიტეს. გ

ადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის მინისტრმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

"პროტესტმა გამოიღო შედეგი და ხელისუფლება იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს გორის ჰოსპიტალში. ამ ეტაპზე ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, დავასრულოთ პროტესტის ეს ფორმა და ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე.

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია, ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, ჩვენი ინფორმაციით, დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში" - თქვა საკრებულოს დეპუტატმა ვაჟა მორგოშიამ.

შეგახსენებთ, 5 დღის წინ რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა ფრაქციის კუთვნილ ოთახში შიმშილობა მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system