თავში

რა ბოდიში, არაფერს ვნანობ! - ელისაშვილი ხაზარაძესთან ინციდენტზე

რა ბოდიში, არაფერს ვნანობ! - ელისაშვილი ხაზარაძესთან ინციდენტზე
რა ბოდიში, არაფერს ვნანობ! - ელისაშვილი ხაზარაძესთან ინციდენტზე

პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას ,,ლელოს" ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტი არ დაუგეგმავს და არც დაუწყია. 

მისივე თქმით, მას მხოლოდ ხაზარაძის შეურაცხყოფაზე ჰქონდა რეაქცია.

ელისაშვილი ამბობს, რომ ბოდიში არ აქვს მოსახდელი და არც მომხდარს ნანობს.

,,როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, - განაცხადა ელისაშვილმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, პარტია ,,მო­ქა­ლაქ­ე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და ,,ლე­ლო საქართველოსთვის" ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ერ­თმა­ნეთს 19 იანვარს პირდაპირ ეთერში და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system