თავში

პარლამენტთან კრემლის ბანერი გააკრეს

პარლამენტთან კრემლის ბანერი გააკრეს
პარლამენტთან კრემლის ბანერი გააკრეს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო მოძრაობის წევრები დღეს პარლამენტის პიკეტირებასა და ,,სირცხვილის დერეფნის" მოწყობას გეგმავენ.

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ არსებულ ღობეზე კრემლის ბანერი გააკრეს წარწერით „შეცვალე“.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობით სწორედ იმიტომ შემოსაზღვრა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციები არ ჩატარებულიყო, სწორედ ამის გამო გააკრეს მათ ღობეზე კრემლის ბანერი. 

რაც შეეხება პარლამენტის წინ ღობის შემოვლებას, ამის მიზეზად თბილისის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system