თავში

დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის იქნება დაპირისპირების ადგილი

დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის იქნება დაპირისპირების ადგილი
დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის იქნება დაპირისპირების ადგილი

მცხეთაში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ოპოზიციასა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა. მისი თქმით, მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის იქნება დაპირისპირების ადგილი.

„როგორც ჩანს, ისტორიის ბორბალი ისევ დატრიალდა და ნიშნული დღევანდელ დღეზე გაჩერდა .სწორედ ამ ქალაქიდან უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიკეთე გადამდები გავხადოთ ყველასათვის. დღეს ქალაქს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები: ბოკერია, უგულავა, ვაშაძე, დეკანოიძე და სხვები სტუმრობდნენ. როგორც ჩანს, იმ წარსულის ნოსტალგია აქვთ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს საკმაოდ მძიმედ ახსოვთ. მათ სწორედ იმ ასაკის ახალგაზრდები აიფარეს ფარად, რომელთა მეხსიერებაში მათი მწვალებლური პოლიტიკა საბედნიეროდ არ დევს. მცხეთელებმა სტუმრობაც კარგი იციან და უკვე რამდენიმე წელია ერთ მუშტად შეკვრაც მოვახერხეთ. ამ ქალაქში საბედნიეროდ მეორე მხარე არ არსებობს და ყველა ერთად ვქმნით მომავალს.

მადლობა მცხეთელებს მოთმინებისთვის და ბოდიში უხერხულობისთვის, მაგრამ საქართველოს ბედი ხომ დიდ წილად მცხეთაში წყდებოდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა, ზაალ უდუმაშვილს კონტრაქციის მონაწილემ კოკა-კოლით სავსე ბოთლი ესროლა. გიგა ბოკერიას კი წყალი შეასხეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მსვლელობა სვეტიცხოვლიდან დაიწყეს და მცხეთის მერიასთან მივიდნენ, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერების კონტრაქცია დახვდათ.

მცხეთის მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.მცხეთაში მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, ორი განარიდეს. ამის შესახებreport.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სამივე მათგანი ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system