თავში

ლევან კობერიძე: ბოლო სერიაში ალბათ, მთავრობის ეს წევრები რჩებიან მარტო, უკაცრიელ კუნძულზე

ლევან კობერიძე: ბოლო სერიაში ალბათ, მთავრობის ეს წევრები რჩებიან მარტო, უკაცრიელ კუნძულზე
ლევან კობერიძე: ბოლო სერიაში ალბათ, მთავრობის ეს წევრები რჩებიან მარტო, უკაცრიელ კუნძულზე

"ბოლო სერიაში ალბათ, მთავრობის ეს წევრები რჩებიან მარტო, სადღაც უკაცრიელ კუნძულზე, სადაც აღარავინ არის მათი პატრონი",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე, გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობაში შესაძლო ცვლილებების შესახებ და პრემიერის განცხადებას ჟურნალისტებთან.

კობერიძის თქმით, თუ კი ცვლილებები იქნება, ამას მოქალაქეებისთვის არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

"მნიშვნელობა არ აქვს სამთავრობო ცვლილებებს. შეკითხვა უნდა დავსვათ, მოაქვს თუ არა მოქალაქეებისთვის უკეთესობა სამთავრობო ცვლილებებს? მამუკა ბახტაძე რომ შეცვალა გახარიამ, ამან რა სიკეთე მოუტანა მოქალაქეებს? არც არანაირი. უარესობისკენ წავიდა პირიქით საქმე. ახლა თუ გახარიას ბიძინა ივანიშვილი ამ სხვა ნებისმიერი შეცვლის, რა შეიცვლება ამით მოქალაქეებისთვის? არაფერი. ნებისმიერი ასეთი გადაადგილება წინასაარჩევნოდ, იქნება უბრალოდ მცდელობა, რომ ცოტა უკეთ გამოიყურებოდნენ არჩევნების წინ. ბიძინა ივანიშვილის მობრუნება ამას ხელს შეუწყობს, თუ უარესი იქნება მათი რეიტინგისთვის, ეს არც თუ ისე ცალსახაა და არ გამოვრიცხავ პირუკუ შედეგი გამოიღოს,"- განაცხადა კობერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system