თავში

არჩილ თალაკვაძე: ძალადობრივი ინციდენტის პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

არჩილ თალაკვაძე: ძალადობრივი ინციდენტის პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
არჩილ თალაკვაძე: ძალადობრივი ინციდენტის პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ,,ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენცია უნდა მოხდეს და ამისთვის სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. 

,,გუშინ რაც ვნახეთ, რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის, რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტოვობები, რომლებმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფორმებში, ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მომავალში, იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ამ ტიპის პროვოცირებას ახდენენ, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო მოქმედებები. ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, დაუბრუნდნენ მშვიდობიან ფორმებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების. გააგრძელონ პროტესტი სადამდეც სურთ, პოლიტიკოსები ვაგრძელებთ კონსულტაციებს და ეს სიტუაცია ძალიან მალე დამშვიდდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" ოფისთან, მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტების მტკიცებით, მათ "ოცნების" მხარდამჭერებმა პიროტექნიკა ესროლეს. მათივე თქმით დაშავებულია 5 პირი. შეხლა-შემოხლის დროს არავინ დაუკავებიათ. 

„ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system