თავში

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეინჩინოვიჩს შეხვდა.

მხარეებმა  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ  საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.

ზალკალიანისვე განცხადებით, ქართულმა მხარემ შეიმუშავა პრიორიტეტები და 6-თვიანი კალენდარი, რომელიც თავმჯდომარეობის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

"ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეინჩინოვიჩს. მოხარული ვარ, რომ გენერალური მდივნის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და უკავშირდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას. საქართველო წელს პირველად ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან 6 თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს.უნდა აღინიშნოს, რომ თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ვიმუშაოთ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ხელი შევუწყოთ ორგანიზაციის მთავარი ღირებულებების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის დამტკიცებისთვის. ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა თავმჯდომარის პრიორიტეტები და ასევე 6-თვიანი კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს თავმჯდომარეობის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებასა და კონფერენციების გამართვას. აღნიშნული პრიორიტეტები გაჟღერდება თავმჯდომარეობის გადაბერებამდე რამდენიმე დღით ადრე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით გახდება. ამასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრები დღეიდან დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე დაგეგმილია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system