თავში

ზალკალიანი: ნიდერლანდებთან მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა გვაქვს

ზალკალიანი: ნიდერლანდებთან მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა გვაქვს
ზალკალიანი: ნიდერლანდებთან მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა გვაქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს სტეფ ბლოკს შეხვდა. როგორც დავით ზალკალიანმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სტეფ ბლოკის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სტუმრად არ გვყოლია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ორმხრივ, მჭიდრო ურთიერთობებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ნიდერლანდებში და ეს არის ამ ვიზიტის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ნაყოფიერი, ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ნიდერლანდების მხარდაჭერის კუთხით, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, იქნება კიდევ ერთხელ განმტკიცებული და გამყარებული“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამ წუთებში, თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

როგორც report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანმხლებით, სოფელ ოძისში ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

სტეფ ბლოკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო უწყების ცნობით, 2009 წლის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმე ვერჰაგენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system