თავში

ჭიჭინაძე: მერაბიშვილს დასვენების ადგილად ისევ ,,მატროსოვს" შევურჩევდი

ჭიჭინაძე: მერაბიშვილს დასვენების ადგილად ისევ ,,მატროსოვს" შევურჩევდი
ჭიჭინაძე: მერაბიშვილს დასვენების ადგილად ისევ ,,მატროსოვს შევურჩევდი

ვანო მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში მისი ყოფილი თანაგუნდელები ვერ ხედავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს ყოფილმა პრეზიდენტმა დასვენება ურჩია.

"ზოგიერთმა დეპუტატმა თქვა, რომ დააგვიანა, მე ვიცი, რომ როცა ვიღაცას ელოდები, პირიქით ადრე მიდიხარ, აქედან გამომდინარე, მეც და მისი ყოფილი თანაგუნდელებიც თვლიან, რომ მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად არ არის. სჯობს დაისვენოს, ოღონდ დასვენების ადგილად მე ისევ ,,მატროსოვის ციხეს" შევურჩევდი და არა სადმე სამოგზაუროდ წასვლას. იმ განცხადების შემდეგ რაც მან გააკეთა, რომ ვიღაცას დაამხობს, საფუძველს იძლევა ამ ადამიანის ქმედება, რომელიც იყო ცხრა წლის განმავლობაში ყოველი დღე დანაშაულებრივი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ადამიანი ციხის შემდეგ ისევ იმ დესტრუქციაზეა ორიენტირებული და მისი პოლიტიკაში ყოფნა იქნება თუ, ღმერთმა დაგვიფაროს ხელისუფლებაში, ისევ და ისევ ძალადობრივი იქნება და ჩვენი საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. როგორც მან საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system