თავში

საქართველო აფასებს ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას - პრეზიდენტი იენს სტოლტენბერგს

საქართველო აფასებს ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას - პრეზიდენტი იენს სტოლტენბერგს
საქართველო აფასებს ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას - პრეზიდენტი იენს სტოლტენბერგს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ NATO-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

მისი თქმით, საქართველო პარტნიორების მხარდაჭერას აფასებს.

,,საქართველო აფასებს ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ბატონო გენერალურო მდივანო. უნდა ვუმადლოდეთ ამ თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას, სტანდარტების და თავსებადობის შემუშავებისკენ პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლირებას, რომელიც საჭიროა წევრობისათვის. საქართველო აფასებს საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნების მნიშვნელობას. მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ჩვენ ვაფასებთ დასწრებას და NATO-ს ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. კოლექტიურ უსაფრთხოებაში ჩვენ ჩვენს წილს ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ნდობისთვის.

ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა და ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქრთველომ ანახა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system