
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის უკვე ბათუმშია.
"ეს არის ჩემი ბათუმი. ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, ხმა მივცეთ "ნაციონალურ მოძრაობას". თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ, ხმა მიეცით შედარებით პატარა პარტიებს. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება", - ამბობს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია.