თავში

სააკაშილი: ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების თანავარსკვლავედი

სააკაშილი: ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების თანავარსკვლავედი
სააკაშილი: ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების თანავარსკვლავედი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად.

სააკაშვილის თქმით, პარტიაში ძლიერი პოლიტიკოსების თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა.

"დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა ვთქვა სიამაყით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეკრებილია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად, ისე ძლიერად როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტში "ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად!

ძალიან კარგი გამოსვლები ქონდათ პოლიტსაბჭოზე- ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს, რამდენიმე სხვა ლიდერს , ასევე პარტიის მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენ ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში!",- წერს მიხეილ სააკაშილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system