თავში

" სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი" - ეკა ხერხეულიძე

" სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი" - ეკა ხერხეულიძე
 სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი - ეკა ხერხეულიძე

ენმ- წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას ელოდება. ხერხეულიძე ხელისუფლებას მიმართავს, ნუ შეაფარხებენ მის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას, რათა დროულად გახდეს ცნობილი მესამე პრეზიდენტის პოზიცია მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ეტაპირებასთან დაკავშირებით. ხერხეულიძის თქმითვე, სააკაშვილმა მოითხოვა ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა. 

"ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას, ეყოს გონიერება, ნუღარ შეაფერხებენ ჩემს აქ მოცდას, იმიტომ, რომ რაც მალე შევალ მე, მით მალე გადაწყდება ეს საკითხი და მალე გვეცოდინება მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება გადასვლასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მოხდება ისე, რომ ჩვენგან წარმომადგენელი არავინ იქნება იქ, მოხდება მისი ნების წინააღმდეგ ისევ ძალის გამოყენება და ამ საშუალებით გადასვლა ერთი დაწესებულებიდან მეორეში. ამიტომ, ვამბობ, რომ არცერთ შემთხვევაში თავისი ნებით მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი, "- თქვა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system