თავში

"სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ან დაჯდება ან არა" - მელია

"სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ან დაჯდება ან არა" - მელია
სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ან დაჯდება ან არა - მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დასაბრუნებლად თავი გადადო.

ნიკა მელია ამბობს, რომ შესაძლებელია სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისში არ დაჯდეს.

"მისი პოზიცია მე ვიცოდი, მან იცოდა ჩემი პოზიცია, ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი. ადამიანი საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად მოდის და ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ჩაჯდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან დაჯდება ან არა, სადაც უნდათ იქ დასვამენ. ადამიანმა გადადო თავი და თქვა, რომ დევნილობაში ყოფნა აღარ მინდა და მირჩევნია, ციხეშიც კი ვიყო", - განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system